Thursday, June 10, 2010







პროექტის სახელი: ოკრიბის სალოცავები.

მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას და შეისწავლიან ოკრიბის მხარის სალოცავებს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან იმერეთის ერთ–ერთი მხარის ტყიბულის ისტორიას. მოიპოვებენ ამ მხარის შესახებ თქმულებებს, იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა კუთხეებს. დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებს, მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ კვლევა–ძიებას ტყიბულის სალოცავებზე, მოაწყობენ ექსკურსიებს ამ მხარეში და ადგილებში. უფრო ღმად შეისწავლიან მის ისტორიას. გადაიღებენ ფოტო–სურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს. ეს პროექტი ამოქმედდება 2010 წლის ოქტომბრიდან, მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.2

მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 10–11/IV-V

ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის ოქტომბერი /2010 წლის მაისი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ტყიბულის ისტორიის, კულტურის,ტრადიციების, სამკურნალო კურორტების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო–სურათების გამოფენა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ–გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები. მოსწავლეებს განუვითარდებათ ურთიერთგაზიარების, შეჯერების, დაკვირვების უნარ–ჩვევები.

სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას ტყიბულის მხარის შესახებ. გაუჩნდებათ სურვილი თავად იხილონ ეს ღირშესანიშნავი ადგილები.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა. გამოუმუშავდებათ უნარ–ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.(ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ–გვერდის შექმნა)

მონაწილეები სხვა სკოლიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ფატიმა რობაქიძე

პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: belabeqa@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ–გვერდი:

No comments:

Post a Comment